როდესაც ჰერინგტონის სკოლაში საშიში ამბები დატრიალდა ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ცუდი ეჭვები გამართლდა. მასწავლებლები მართლაც რომ უცხოპლანეტელები აღმოჩნდნენ. გონების მაკონტროლებელი პარაზიტი ნელნელა ყველა მოსწავლეში გადადის სანამ საბოლოოდ ძალიან ცოტანი არ დარჩებიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ დამართნია. ამ ჯგუფში ყველა კატეგორიის ბავშვი მოხვდა. ახლა მათ ერთად უნდა გადაარჩინონ სამყარო უცხოპლანეტელების შემოსევისგან.
ძმები და შეყვარებულები მიდიან საგზაო მოგზაურობაში, რომელიც ბოლო გასართობი უნდა იყოს ვიეტნამში გამგზავრებამდე. გზად მათ უბედური შემთხვევა აქვთ, შემდეგ კი ჩნდება ადგილობრივი შერიფი, რომელთანაც გაცნობა ხდება ნამდვილი კოშმარის დასაწყისი: ბიჭები აღმოჩნდებიან პირქუშ სახლში, სადაც ცხოვრობს დაუნდობელი მკვლელი, მეტსახელად ტყავისფერი.