ფილმის მთავარი გმირი, რომელიც კომიკოსად მუშაობს, იუმორით და ირონიით ყვება თავისი ცხოვრების და გარშემი მყოფი ადამიანების შესახებ. ის სკეპტიკურ ანალიზს უკეთებს წარუმატებელ შემთხვევებს პირად ცხოვრებაში, რომელშიც რამოდენიმე საყვარელი ქალი იყო.

ჯორჯ უეიდი ახალგაზრდა, სიმპათიური და საკუთარ თავზე შეყვარებული მილიონერია, რომელსაც ადვოკატის რჩევის გარეშე ისიც კი ვერ გადაუწყვეტია, თუ რა ჩაიცვას. მისი ადვოკატი კი მომხიბლავი და ნიჭიერი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სულაც არ მოსწონს ძიძის მოვალეობის შესრულება.

ყველაფერი იწყება ლონგ-აილენდზე, სადაც სახლები გატენილია ძვირფასი შუაზღვისპირეთის ავეჯით, ადამიანები იცვამენ ძვირადღირებულ ტანსაცმელს, ხოლო ქალები მთელი დღე სალონში სხედან. ანჟელა დე მარკოს, რომელიც მომავალი განგსტერის ცოლია, მობეზრდა მის ირგვლივ მყოფი ხალხის კრიმინალური მენტალობა და გადაწყვეტს შეიცვალოს გარემო.

დანიშნულ წყვილს ბენს და სედის ერთი სული აქვთ, ბედნიერ ახალ ცხოვრებას როდის დაიწყებენ, მაგრამ სედის ოჯახის ახლობელი მღვდელი ფრენკი არ აძლევთ მათ ოჯახის შექმნის უფლებას იქამდე, სანამ ისინი "შესაფერისი წყვილის მოწმობას" არ მიიღებენ.