ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია, ტანჯავდა.
ფიონა და გრანტი უკვე ორმოცი წელია ცოლ-ქმარნი არიან. ფიონას საშიში დაავადების სიმპტომი აღენიშნება. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ცოლ-ქმარს ხანგრძლივი დროით დაშორება უწევთ, რადგან ფიონამ მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტაროს. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მას გრანტი მოინახულებს, ქმარი ხვდება, რომ ცოლმა არა თუ ვერ იცნო, არამედ მისი გული სხვა მამაკაცს ეკუთვნის.