ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია, ტანჯავდა.

ბავარიის მეფის, ლუდვიგის ისტორია, მისი გამეფებიდან 1864 წლიდან მის სიკვდილამდე - 1886 წლამდე.

რონ კოვიჩის ბიოგრაფიული ამბავი. ვიეტნამის ომში პარალიზებული, ის ომის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი გახდა რადგან იგრძნო,რომ ქვეყანამ რომლისთვისაც იგი იბრძოდა - უღალატა.

მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში დაჭრილი ნაცისტი პოლკოვნიკი კლაუს ფონ შტაუფენბერგი მშობლიურ გერმანიაში ბრუნდება და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს უერთდება, რომელთაც სურთ ჩრდილოვანი მთავრობა შექმნან და მოკლან ადოლფ ჰიტლერი. მოვლენების განვითარებისას პოლკოვნიკი ცენტრალური ფიგურა ხდება და სახელმწიფო გადატრიალების ხელმძღვანელობა და პირადად ფიურერის მკვლელობაც მას დაევალება.

ფილმი მოგვითხრობს ციმბირში სამოქალაქო ომის შესახებ, რომლის მთავარი მოქმედი პირია ციმბირელ პარტიზანთა მეთაური, სამოქალაქო ომის გმირი, ნესტორ კალანდარიშვილი.