რიზვან ხანი, ბორივალელი მუსლიმია, რომელიც ასპერგერის სინდრომით, ძლიერად გამოხატული აუტიზმის ფორმით არის დაავადებული. სრულწლოვანი რიზვანი სან-ფრანცისკოში მადირას, ინდუს მარტოხელა დედას მოიყვანს ცოლად. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ მუსულმანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება და მის ავადმყოფობას ხელისუფლების წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.

ლაგაანი ჩვეულებრივ ადამიანებზე გადახდენილი არაორდინალური ისტორია.ვიქტორიანული ინდოეთის პატარა სოფლის მცხოვრებლები სასწორზე დებენ საკუთარ მომავალს, თამაშობენ რა კრიკეტს სასტიკი ბრიტანული წესებით.

დონი, მაფიის ბოსია, მას ყველა დასდევს დასაჭერად და ის ყველას ხელიდან უსხლტება.

სამი გაბედულის თავგადასავლების შესახებ, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ყოვლისშემძლე მაფიას, რომელიც დაკავებული იყო კონტრაბანდით, ძარცვავდა ბანკებს და კიდევ ამზადებდა, უცხოელ აგენტებთან ერთად, ქვეყანაში რეაქციული გადატრიალება.

სამი მეგობარი - რაჯი, თინა და პუჯა - ბავშვობაში შორდებიან, როდესაც რაჯი ლონდონში სასწავლებლად გაემგზავრება. რაჯუს მოსწონს თინა და თანახმაა მასთან მიმოწერას ელფოსტით. მაგრამ თინას ძალიან ეზარება გრძელი წერილების წერა და პუჯა, რაჯის თანაგრძნობით, მიმოწერაშია მისი სახელით. მრავალწლიანი მიმოწერა ახალგაზრდებს აერთიანებს. თხუთმეტი წლის შემდეგ, რაჯი ჩადის მშობლიურ ქალაქში და პუჯა, იმის შიშით, რომ არ გაუცრუებს მას, არწმუნებს თინას, რომ არ გაამჟღავნოს მიმოწერის საიდუმლო.