ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს.

1984 წელი, ბრიტანელი პრესის რეპორტიორი არტურ სტიუარტი იკვლევს 70იანი წლების როკ ვარსკვლავის ბრაიან სლეიდის კარიერას. გლამურულმა როკ მომღერალმა დიდი გავლენა მოახდინა ამერიკული როკის მომღერალ კურტ ვაილდზე, რომლის შოუ ძალზე გულახდილი იყო იმ დროისათვის.

ორი ძმის ისტორია, რომელთაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. ფულის შოვნის მიზნით, ისინი თანხმდებიან ბიძის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და დანაშაულზე მიდიან. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩაიფიქრეს და ძმები ერთმანეთის მტრები ხდებიან.