დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
ეს ამბავი ძველ ეგვიპტეში ცივილიზაციის გარიჟრაჟზე მოხდა. სწრაფმა და დიდებულმა ნილოსმა ფარაონის სასახლის წინ ნაპირზე კალათა გამოიტანა ბავშვით. ძლიერმა მმართველმა იშვილა პატარა ბიჭი და დაარქვა სახელი მოსე. გავიდა წლები... მოსე და მისი ძმა რამზესი ერთად იზრდებოდნენ. მაგრამ დადგება დღე, როცა ერთ-ერთი ძმა დედამიწაზე უდიდესი იმპერიის მმართველი გახდება, მეორე კი წმინდანი... გმირების დაპირისპირება სამუდამოდ შეცვლის მათ ბედს და კაცობრიობის ისტორიას.
70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სკეიდბორდის მიმართ ინტერესი შემცირდა, გამოჩნდნენ დოგთაუნელი ბიჭები, რომლებმაც ბორბლებიან დაფაზე გართობა, ნამდვილ სპორტად გადააქციეს. სანამ მათი პოპულარობა იზრდებოდა, სტეისი, ტონი და მათი თანამოაზრეები, საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
ვეიდ ვოლკერი იგივე "მტირალა" ცდილობს მოიგოს ელისონ ვერნონ-ვილიამსის გული. ელისონი გადაწყვეტს ცუდი გოგო გახდეს, მას თავდავიწყებით შეუყვარდება მტირალა.
უკვე დაშლის პირას მყოფი ოჯახი იკრიბება ერთად მადლიერების დღესასწაულზე. ტომის მოჰყავს სახლში მეგობარი , რომელიც მის დას ძალიან მოეწონება. მაგრამ და ფიქრობს რომ ტომის მეგობარი - მისი ახალი საყვარელია.