მე-18 საუკუნე.ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან.ადგილობრივები და ამერიკელები იძულებულნი არიან დაპირისპირებაში ჩაერთონ. კორა და მისი და ელისი შემთხვევით სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,მაგრამ მათ უკანასკნელი მოჰიკანის მიერ აღზრდილი მამაკაცი გადაარჩენთ.

როდესაც ჰერინგტონის სკოლაში საშიში ამბები დატრიალდა ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ცუდი ეჭვები გამართლდა. მასწავლებლები მართლაც რომ უცხოპლანეტელები აღმოჩნდნენ. გონების მაკონტროლებელი პარაზიტი ნელნელა ყველა მოსწავლეში გადადის სანამ საბოლოოდ ძალიან ცოტანი არ დარჩებიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ დამართნია. ამ ჯგუფში ყველა კატეგორიის ბავშვი მოხვდა. ახლა მათ ერთად უნდა გადაარჩინონ სამყარო უცხოპლანეტელების შემოსევისგან.

1977 წლის ფილმის რიმეიქი მეზღვაურის ისტორიას გვიყვება, რომლის გემიც ჩაიძირება და თავად იდუმალებით მოცულ კუნძულზე აღმოჩნდება.სულ მალე იგი შეიტყობს რომ კუნძულზე მცხოვრებმა უნიჭიერესმა მეცნიერმა და მისმა ასისტენტმა ადამიანებისა და ცხოველების გენის გაერთიანება სცადეს და საშინელ შედეგს მიაღწიეს.