ფილმი მოგვითხრობს ინგლისელი ბიჭის ისტორიას, რომელიც მშობლებთან ერთად შანხაიში ცხოვრობს. პერლ ჰარბორზე იერიშის შემდეგ, იაპონელებმა შანხაიში მცხოვრები უცხოელების დასახლება დაიკავეს და ჯიმი ამ არეულობაში მშობლებს დაკარგავს.

ომიდან სახლში მიმავალი პოლი მატარებელში ერთ გოგონას გაიცნობს, რომელიც კოლეჯის ცოლიანი პროფესორისგან ბავშვს ელოდება. პოლი გადაწყვიტავს მას დაეხმაროს და დესპოტი მამის წინაშე თავი ბავშვის მამად გაასაღოს.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მაქს მანუსი ოც წელზე ოდნავ მეტის იყო. იგი ნორვეგიის არმიის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი ჯარიკაცი გახდა. ომი მისი ცხოვრება გახდა, მან ომის დროს იპოვა სიყვარული და დაკარგა საუკეთესო მეგობრები.

ფილმი 1939 წლის 17 სექტემბერს იწყება და მთავრდება 1945 წლის შემოდგომაზე. ფილმში მოთხრობილია თუ როგორ სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა არმია ასობით პოლონელ ოფიცერს კატინის ტყეში.

მიმზიდველი რუსი ქალი კატია ლიტერატურული რედაქტორია. ცდილობდა ცნობილი საბჭოთა მეცნიერის ხელნაწერი ბრიტანელ გამომცემელს ბარლი ბლერს გადასცეს, კატია უნებლიედ ჩაათრევს მათ ორივეს საერთაშორისო ჯაშუშობის სამყაროში. ხელნაწერი, რომლის შინაარსიც საკმარისია მსოფლიო ბალანსის დასარღვევად, დასავლური დაზვერვის მიერ არის ჩაჭრილი. ბლერი აიყვანეს საბჭოთა კავშირში, რათა მოიპოვონ ახალი ინფორმაცია იდუმალი ხელნაწერის შესახებ.