ვირიდიანას ბიძას, რომელმაც იზრუნა თავისი ძმიშვილის განათლებაზე, ძალიან უნდა ნახოს ის მონაზვნად აღკვეცამდე. სინამდვილეში ის დიდი ხანია შეყვარებულია თავის ძმისშვილზე. ეს ვნება იმდენად ააღელვებს ვირიდიანას, რომ ის გადაწყვეტს აღარ დაბრუნდეს მონასტერში.
ორი მარტოსული - ფრენკი და ჯონი ერთმანეთს პატარა კაფეში შეხვდნენ. აქ ფრენკი ოფიციანტად მუშაობს ხოლო ჯონს მზარეულად აიყვანენ მას შემდეგ, რაც ის თვრამეტ თვეს გაატარებს ციხეში, ჩეკის გაყალბების გამო. ჯონი გულწრფელად გამოხატავს სიმპატიას ფრენკის მიმართ, მაგრამ ქალი არ აქცევს ყურადღებას, რადგან ეშინია კიდევ ერთხელ არ შეცდეს.
ორი ძმის ისტორია, რომელთაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. ფულის შოვნის მიზნით, ისინი თანხმდებიან ბიძის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და დანაშაულზე მიდიან. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩაიფიქრეს და ძმები ერთმანეთის მტრები ხდებიან.