ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.
რომან პოლანსკის ფილმი "პიანისტი" ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. ებრაელ-პოლონელი პიანისტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა და იმალებოდა ვარშავაში და სასწაულებრივად გადარჩა.
ალმადოვარის რიგით მეოთხე ფილმი, რომელიც თავად რეჟისორმა მიუძღვნა იტალიურ ნეორეალიზმს.
ფილმში მოთხრობილი ახალგაზდრა ბიჭის ცხოვრება, დედის მეორედ გათხოვების შემდეგ. ფილმი ნამდვილ ამბავზეა, რომელიც აღწერილია ტობიას ვულფის წიგნში.
ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.