უილიამ შექსპირის პიესის ეკრანიზაცია, საფრანგეთის სისხლიანი დამპყრობელი ინგლისის მეფის შესახებ.

1991 წლის თებერვალი. მსოფლიო თვალს ადევნებს ომს სპარსეთის ყურეში. პოლკოვნიკი სერლინგი, სატანკო ქვედანაყოფის უფროსი, საშინელ შეცდომას დაუშვებს ღამის შეტევის დროს, რის შედეგადაც დაიღუპებიან ამერიკელი სამხედროები. უფროსობა გადაწყვეტს ეს საქმე არ გაახმაუროს და გააგზავნის სერლინგს სამუშაოდ პენტაგონში. მას დაავალებენ კაპიტან კარენ უოლდენის გადამოწმებას. გამოძიების დროს ის უამრავ ფაქტს აღმოაჩენს, რომლის გამოაშკარავება აშშ–ის სამხედრო ხელმძღვანელობის ინტერესებში არ შედიოდა .

უილიამ გოლდინგის რომანის ეკრანიზაცია. უსაზღვრო ოკეანე. პატარა უკაცრიელი კუნძული. სიცხე, პალმები, ბანანები, წყარო და გამოქვაბული. ამ კუნძულზე ბიჭების ჯგუფი ხვდება, რომლებიც ავიაკატასტროფაში გადარჩნენ. ისინი კადეტები არიან სამხედრო სასწავლებლიდან, მაგრამ ბედის მოულოდნელი შემობრუნება მათ ყველაფერს ავიწყებს: თავიდან დისციპლინას და წესრიგს, შემდეგ მეგობრობას და წესიერებას, საბოლოოდ კი ადამიანის ბუნებას.