ამერიკელი ჯარისკაცების საწვრთნელი ბაზა, 1968 წელი, ვიეტნამის ომის პერიოდი. სტენლი კუბრიკის ფილმი წარმოადგენს გუსტავ ჰასფორდის წიგნის ეკრანიზაციას, ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე.

1942 წელი. ბრძოლა სტალინგრადთან. გერმანელები, მაიორ კენინგს განსაკუთრებულ დავალებაზე აგზავნიან. ეს გამოცდილი პროფესიონალი, ერთადერთია, ვისაც შეუძლია რუსი ლეგენდარული სნაიპერის - ვასილი ზაიცევის დამარცხება.

ახალგაზრდა იურისტი შავკანიან მამაკაცს იცავს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება. მათ მისი 10 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს. ამ ყველაფერმა კუკლუქსკლანის გამოღვიძება გამოიწვია.

CIA-ს ანალიტიკოსი ჯეკ რაინი ჩართულია უკანონო ბრძოლაში ამერიკის ხელისუფლების მხრიდან კოლუმბიის ნარკომანთა კარტელის წინააღმდეგ.

ბოსნიაში რიგითი მისიის დროს პილოტი კრის ბარეტი შემთხვევით ფოტოზე იმას აღბეჭდავს, რაც მას არ უნდა დაენახა და როდესაც მისი თვითმფრინავი მტრის ზურგში ჩამოვარდება , ის იძულებულია სერბების სასტიკ გენერალს გაექცეს და თავი გადაირჩინოს, რაშიც მისი მეთაური, საკუთარი კარიერის ფასად ეხმარება.