ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.

ქარს გამხმარი ფოთლები მიაქვს მიყრუებული ქალაქის ცარიელ ქუჩებში, და ამ ქუჩებიდან ერთერთზე გამოჩნდება განმარტოვებული მწირი - სამურაი სახელად სანზიურო. ის საერთოდ არ ჰგავს მომხიბვლავ ამერიკული ვესტერნის გმირებს, რომლებიც მუდამ სწორ მხარეს იჭერენ. სანზიურო - დაქირავებული მკვლელია, რომელიც მზადაა ყველაფერზე, მას არააქვს არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა, არც მორალი ააჩნია. დაუფიქრებლათ იმათ მხარეზე გადადის ვინც უფრო მეტს გადაუხდის. მის მოწინააღმდეგეები კი ადგილობრივი "მაგარი ბიღები" არიან, იმდენად ბოროტები, რომ სასაცილოებიც კი ხდებიან, ყველანაირი შეცოდების გარეშე.

ფეოდალურ იაპონიაში, კლანებს შორის სისხლიანი ომის დროს, ორი მშიშარა და ხარბი გლეხი, დამარცხებული არმიის ჯარისკაცები, დაიმსხვრა იდუმალი ადამიანი, რომელიც მათ მთებში დამალულ ციხესიმაგრემდე მიჰყავს.

პატარა პროვინციულ ქალაქში, სადაც კორუბცია და უკანონობა მეფობს, ცხრა ახალგაზრდა, ამბიციური სამურაი ცდილობს წესრიგი დაამყაროს. მოულოდნელად მათ არსაიდან მოსული სამურაი ეხმარება, რომელიც სამაგიეროდ არაფერს ითხოვს.

იაპონია, მე-16 საუკუნე. წვრილმან ქურდ კაგემუსიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ მოულოდნელად მას სიცოცხლეს აძლევენ. ფაქტია, რომ ის წყლის ორ წვეთს ჰგავს, როგორც ადგილობრივი მმართველი ტაკედა, იმპერატორი და ძლიერი ადამიანი, რომლის უბრალო ხილვამ შთააგონა ჯარისკაცები. მაგრამ ტაკედა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.