ფსიქოანალიტიკოსის ოჯახი სერიოზულ სტრესს განიცდის, მას შემდეგ რაც მათი ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

სამი ახალგაზრდა სტუდენტი ცხოვრობს პანსიონატში და სწავლობს მამაკაცთა ელიტარულ კოლეჯში, რომელსაც მართავს რეტროგრადული ნარაიან შანკარი. მან დააწესა საკუთარი მკაცრი წესები სტუდენტებისთვის: მათ არ აქვთ უფლება დატოვონ კოლეჯის ტერიტორია, დაუკავშირდნენ გარე სამყაროს, შეხვდნენ გოგონებს. მაგრამ მართლა შესაძლებელია სიყვარულზე აკრძალვის დაწესება, როცა გვერდით ქალთა გიმნაზიაა. მალე კოლეჯში ახალი მუსიკის მასწავლებელი რაჯ არიანი გამოჩნდება. ერთხელ რექტორის ქალიშვილ მეგაზე იყო შეყვარებული. რისკის ქვეშ აყენებს თავის კარიერას, რაჯი ეხმარება ახალგაზრდებს დაიცვან სიყვარულისა და პირადი ბედნიერების უფლება.

კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს.

ვუდი ალენის იუმორით გაჯერებული ფილმი, რომლის მთავარი თემა სექსი და სიკვდილია.

სტივ მარტინი და ბონი ჰანტი ბეიკერების ოჯახის უფროსები არიან. ისინი არდადეგების დროს მათსავით დიდ, რვა ბავშვიან ოჯახს შეხვდებიან და პაექრობა იწყება...

ლამაზმანი გვენი და მომხიბლავი ედი – ჰოლივუდის ცნობილი წყვილია არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მათ ახალ ფილმებს და დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ამერიკის ფავორიტებმა მაყურებელთა იმედები არ გაამართლეს და მოულოდნელად წაიჩხუბნენ. კინოსტუდიასთვის ეს კატასტროფაა – წყვილმა ხომ თავის ახალ ფილმს რეკლამა უნდა გაუკეთოს. ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა აიძულონ ერთმანეთის ისევ შეყვარება, ერთი პრეს-კონფერენციისათვის მაინც. ეს სახიფათო მისია ეკისრება კიკის – გვენის დას და თან ასისტენტს... მაგრამ იმის მაგივრად, რომ ედის შეყვარება აიძულოს, კიკის თვითონ უყვარდება...