ტაივანელი ამერიკელი მამამაკაცი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. ის გეგმავს ცოლად მოიყვანოს ჩინელი გოგონა, რომელსაც მოქალაქეობის მიღება სურს, რათა ამით დააწყნაროს მშობლები ტაივანში. ქაოსი იწყება, როცა მისი მშობლები მოულოდნელად ნიუ-იორკში ჩამოდიან.

განშორებასა და განქორწინებას შორის არის საზღვარი. ბენი და ქეთი, წარმატებული დაქორწინებული წყვილი, განქორწინების ზღვარზე არიან ქორწინებიდან 15 წლის შემდეგ. ისინი ქორწინების გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ ერთმანეთისგან წლების განმავლობაში დაგროვილი გაღიზიანება სულ იღვრება. იქნებ გამოსავალი არის გვიყვარდეს ერთმანეთი ისეთი, როგორიც არიან?

ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.