მაღალჩინოსანი პენტაგონიდან ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს საყვარელს. იმისათვის, რომ დამალოს მომხდარი იგი ცბიერ გეგმას მოიფიქრებს.
ანგელოზები არ ცხოვრობენ სამოთხეში. ისინი უხილავად იმყოფებიან ადამიანების გვერდით, უსმენენ მათ აზრებს და წარმართავენ მათ ქმედებებს, ამხნევებენ და ამშვიდებენ სასოწარკვეთის მომენტებში. მაგრამ მათთვის არ არსებობს ადამიანური გრძნობების სამყარო: შავი ყავის გემო, მოჭრილი თითის ტკივილი თუ სიყვარული. ამიტომ, ზოგიერთ მათგანს ისე ეპყრობა ხალხი, ხანდახან ანგელოზი ფრთებს კარგავს და უბრალო მოკვდავად იქცევა. რა ბედი ეწევა ფილმის გმირს, რომელიც ქალის სიყვარულმა დედამიწაზე წაიყვანა.
ედმონდ როსტანის პიესის ,,სირანო დე ბერჟერაკი" მოტივებზე დაფუძნებული დრამატული მიუზიკლი, სულისშემძვრელი სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ. სირანო დე ბერჟერაკი – ადამიანია, რომელიც წინ უსწრებს დროს – ერთნაირად ოსტატურია კამათში და ფარიკაობაში. მაგრამ მთავარი გმირი დარწმუნებულია, რომ მისი გარეგნობა მას ერთგული მეგობრის, ბრწყინვალე როქსანას სიყვარულის უღირსად აქცევს, რის შედეგადაც სირანო არ რისკავს მისთვის თავისი გრძნობების გამჟღავნებას, ამასობაში კი როქსანას ერთი ნახვით შეუყვარდება კრისტიანი…
ბედნიერების საძიებლად შორეულ მელბურნში გაემგზავრნენ. მან და მან უკვე ბევრს მიაღწიეს ცხოვრებაში. ნიკილი გახდა საუკეთესო შეფ-მზარეული, ამბარი კი პოპულარული რადიო წამყვანი. მაგრამ ერთ დღეს ისინი ხვდებიან, დამეგობრდებიან და იწყებენ ცხოვრებას ერთ სახლში, თუმცა სხვადასხვა ოთახებში.
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება.