დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.

სამ ახალგაზრდა ქალს, დინა ჯონსს, ეფი უაიტსა და ლორელ რობინსონს სურთ,რომ პოპის ვარსკვლავები გახდნენ. მათი ოცნება სრულდება,როდესაც ლეგენდარული ჯეიმს ეარლის ჯგუფში მოხვდებიან. მალე მათი სოლო კარიერაც დაიწყება, მაგრამ როდესაც დინას ჯგუფის სოლისტად დაასახელებენ,მეგობრების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება.