დედამიწაზე დაბრუნებისას კომერციული კოსმოსური ხომალდი დაიჭერს სიგნალს შორეული პლანეტიდან. როდესაც ამ პლანეტაზე ეკიპაჟის სამი წევრი აღმოაჩენს სათავსოს ათასობით კვერცხით ,ერთერთი კვერცხიდან გამოჩეკილი უცხო არსება მკვლევარს თავს დაესხმება. ეკიპაჟი ვერ აცნობიერებს კარზე მომდგარ კოშმარს, იმას,რომ მათთან უხცოპანეტელი პარაზიტი უნდა დაიბადოს.
სატელევიზიო პროდიუსერი მაქს პენი, რომელიც თავისი საკაბელო არხისთვის, ახალ და ორიგინალურ პორნოგრაფიას ეძებს შემთხვევით ნახულობს "ვიდეოდრომს". აქ ხდება გადაცემის ტრანსლირება სექსის და მკვლელობების შესახებ, რომლის მრავალჯერადი ყურება არამარტო ფსიქიკის, არამედ ადამიანის სხეულის გახრწნასაც იწვევს.
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას.
ფსიქოთერაპევტი მკვლელის აზროვნებაში ცდილობს შეღწევას სანამ იგი კომაშია და იმედი აქვს რომ გადაარჩენს უკანასკნელ მის მსხვრეპლს.