ეს იყო უკანასკნელი დღე, რომელიც მათ სკოლაში გაატარეს. მათ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ, თუკი შეძლეს მისი გახსენება.

დღე თინეიჯერების ცხოვრებიდან, რომლებიც მანხეტენის გარეუბნებში დაეხეტებიან. სექსი და ნარკოტიკები, ბინძური გინება და მგრძნობიარე დაუცველობა... მოზარდების კომპლექსები და ამბიციები, ბავშვობის სილამაზე და ტრაგედია. დაუმორჩიებელი ახალგაზრდობის, მთელი 90-ნი წლების სიგიჟე.

ჯაზის ერთ-ერთი გენიოსი ჩარლი პარკერი, 1920 წელს, კანზას-სითიში დაიბადა და 1955 წელს გარდაიცვალა. ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, საჭმლით და სექსით ზედმეტმა გატაცებამ, ლეგენდარული საქსოფონისტის უდროო სიკვდილი გამოიწვია.

ჯონი თრულავს უხეშობა უყვარს. იგი მნიშვნელოვანი ფიგურის შვილია და ნარკოტიკებით ვაჭრობს. როდესაც ჯეიკ მაზურსკი მას ვალს ვერ უხდის, მაზურსკების ოჯახისთვის ცუდი დრო დგება, რადგან ჯონი და მისი ბანდა ჯეკის 15 წლის ძმას მოიტაცებენ და დატყვევებული ჰყავთ. პრობლემა ახლა ის არის, რა უყონ "მოტაცებულ ბიჭს".

მოდელი მეგნა მათურის სურვილია მუმბაიში წასვლა, მისი ოცნებაა გახდეს სუპერმოდელი. მის თვალებში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მსოფლიო მოდის გლამურისა და ხიბლის მიღმა ისე არაა, როგორც ჩანს.

ფილმის მოვლენები ბრუკლინის გარეუბანში ვითარდება. თინეიჯერი ფრენკი გარბის მეგობრებთან იმ დამთრგუნველი ატმოსფეროდან, რომელიც მის ოჯახში სუფევს. თავისი სექსუალური იდენტობის დალაგების მცდელობისას ფრენკი იწყებს ხანდაზმულ მამაკაცებთან შეხვედრას. პარალელურად ახალგაზრდა გოგონასთან აწყობს ურთიერთობას. ფრენკი იკვლევს საკუთარ თავს და მის სურვილებს, რათა გაიგოს, რა იზიდავს მას უფრო მეტად. თუმცა, ცოდნის ამ გზას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.