გაიცანით მკურნალი ადამსი – ექიმი, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი კოლეგებისგან. ადამსმა თანამედროვე მედიცინაში არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა. თურმე, ყველანაირი ავადმყოფობისგან საუკეთესი წამალი სიცილია. და ექიმი ადამსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ თავისი პაციენტები გააცინოს!

შარლოტა ჰოლისი არის მოხუცი განდგომილი, რომელსაც საშინელი მოგონებები და საშინელი ჰალუცინაციები აწუხებს. ის ცხოვრობს ლუიზიანას უდაბნოში ძველ სასახლეში, სადაც მისი საქმრო მოკლეს და თავი მოკვეთეს 37 წლის წინ და თავად იყო ეჭვმიტანილი მკვლელობაში. ახლა სამკვიდრო დანგრევას აპირებს და შარლოტა სთხოვს ბიძაშვილ მირიანს, რომელიც ვირჯინიაში ცხოვრობს, მისვლას და დახმარებას. მაგრამ მირიანის მოსვლასთან ერთად ხილვები მხოლოდ ძლიერდება და შარლოტას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა.

ფრანკო ძეფირელის გენიალური ფილმი, გადაღებული უილიამ შექსპირის შედევრის მიხედვით. დიდებული იტალიელი რეჟისორი, უილიამ შექსპირის პიესათა ეკრანიზაციის ყველაზე საუკეთესო ოსტატად ითვლება. ოსკარის ორი ნომინაციის მფლობელი ფრანკო ძეფირელი, წარმოგიდგენთ უკვდავი "ჰამლეტის" საკუთარ ვერსიას.

ფრანკო ძეფირელის ნახევრად ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს მეორე მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და დროს მიმდინარე მოვლენებს იტალიაში.