რეჟისორ სიდნეი ლუმეტის მიერ გადაღებული ფილმი "ძაღლების შუადღე" ეფუძნება რეალურ ისტორიებს. ალ პაჩინო თამაშობს მძარცველს, რომელიც ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ბანკის ძარცვისას მძევლებს აიყვანს.
ფილმი მოგვითხრობს ამერიკული კინოს ყველაზე ოდიოზური ფიგურის - ედ ვუდის, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ცუდ რეჟისორად აღიარებულ უცნაურ და ფერად ცხოვრებაზე!
უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.
ბორატი ტელეწამყვანია ყაზახეთიდან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება ამ ქვეყანაზე რეპორტაჟის გასაკეთებლად. მაგრამ ჩასვლისთანავე ირკვევა, რომ მის ვიზიტს სხვა მიზანი აქვს.
ყველაზე უარყოფითი გმირიც კი, როგორიცაა წვრილმანი ქურდი ბერნი ლაპალანტე , შეიძლება გახდეს დადებითი პერსონაჟი, თუ კი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდება. მაგალითად ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე, რომლის მგზავრების გადარჩენაც მას მოუწევს. ამ გმირული საქციელისათვის ბერნის აძლევენ მილიონი დოლარის პრემიას. თუმცა მასა და მილიონი დოლარის ჩეკს შორის თვითმარქვია ჩადგება, რომელიც მზადაა ასეთი თანხის გულისთვის თავი ნებისმიერ ადამიანად გაასაღოს.