პენსიაზე გასასვლელად მომზადებული ვეტერანი ჯაშუში ნათან მუირი შეიტყობს მისი ძველი პროტეჟესა და მეგობრის, ტომ ბიშოფის შესახებ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია პეკინში და სასიკვდილოდაა განწირული. მიუხედავად მათი ცუდი ურთიერთობისა, მუირი თანხმდება მისიაზე ბიშოფის გადასარჩენად.

დაქირავებული მკვლელი "ელ მარიაჩი" საერთაშორისო ჯაშუშურ სქემაში ჩართული აღმოჩნდება,რომელშიც კორუმპირებული მექსიკელი გენერალი მონაწილეობს.

CIA ყოფილი თანამშრომელი იძულებულია საქმეს დაუბრუნდეს პირადი მისიის შესასრულებლად, თუმცა აღმოაჩენს, რომ თავისი ყოფილი მოსწავლის წინააღმდეგ იბრძვის სასიკვდილო თამაშში, რომელშიც CIA ს ოფიციალური წარმომადგენლები და რუსი აგენტებიც არიან ჩართულნი.

1958 წელი. მიმდინარეობს ცივი ომი. საბჭოთა ჯარისკაცებმა, რომლებსაც აგენტი ირინა სპალკო მეთაურობს, ინდიანა ჯონსის ძველი შეყვარებული - მერიონ რეივენვუდი გაიტაცეს. მათ პროფესორი არჩევანის წინაშე დააყენეს: უმოქმედობა და მერიონის სიკვდილი ან საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობა - მერიონის თავისუფლების სანაცვლოდ.

უცხოპლანეტელებმა საკუთარი პლანეტის გადასარჩენად უნდა იპოვონ დედამიწელი ქალი, რათა მან ბავშვი გაუჩინოს. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა, ჰაროლდ ანდერსონი უცხოპლანეტელია, მან არ იცის როგორ მოექცეს ქალებს.