"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
ფილმი გვიყვება ნამდვილ ამბავს საბრძოლო ოპერაციაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ჩატარებული. ამ ოპერაციამ უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ თითქმის არანაირი შედეგი არ გამოუტანია ომის მსვლელობისას. ფელდმარშალმა მონტგომერიმ და გენერალმა ეიზენხაუერმა დაგეგმეს ჩაუშვან ჰოლანდიის მოკავშირე 35000 ჯარისკაცი, ექვსი ხიდის დასაპყრობად, რომლებსაც გერმანიაში მიყავთ, რის მერე ბრიტანული ჯარები ბელგიის გავლით ბოლო ხიდთან უნდა მისულიყვნენ, რომელიც არნხემთან დგას. იქიდან ორ ჯგუფს უნდა შეეღწია რურას რაიონში და ფაბრიკები დაებყრო, რომლებიც გერმანიისთვის მუშაობდნენ.
ჰიტლერი გასცემს ამაზრზენი ბრძანებას პარიზის დანაღმვის შესახებ და ავალებს გენერალ ფონ ჩოლტიცს, რომ ქალაქი დედამიწის პირიდან წაშალოს. გენერალმა ლეკლერკმა, რომელიც ხელმძღვანელობს ჯავშანტექნიკას, ისევე როგორც საფრანგეთის წინააღმდეგობას, რომელსაც საფრანგეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი - ჩაბან-დელმასი ხელმძღვანელობს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მათი მშობლიური ქალაქი განადგურებისგან გადაარჩინოს.