მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.
უმაღლესი რანგის ჯიდლოს მფლობელ გენერალს სამხედრო დავალების შესრულებისას გამოვლენილი დაუმორჩილებლობისათვის წოდებას ართმევენ და მკაცრი რეჟიმის სამხედრო ციხეში გზავნიან, სადაც იგი პატიმრებისადმი უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.
ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი, 23 წლის რიკი, ოჯახის შექმნის მიზნით, იტაცებს ნარკომან კინომსახიობ მარინას. ეს ხდება გადაღების ბოლო დღეს. ის ცდილობს დაარწმუნოს ქალი გახდეს მისი მეუღლე.
ფრედი ჰეფლინი ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო პოლიციით. ნაწილობრივი სიყრუის გამო პოლიციელი ვერასოდეს გამხდარიყო. თუმცა, მისი დამთმობი და ღია ბუნების გამო, ის ხდება შერიფი ნიუ-ჯერსის გარეუბანში, ნიუ-იორკის მახლობლად და ცხოვრობს ქალაქში, სადაც ძირითადად დასახლებულია მისი კოლეგები ნიუ-იორკის პოლიციისგან. მაფიის პოლიციელების გამოძიების ძაფები მო ტილდენს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელს, ქალაქში და შერიფ ფრედი ჰეფლინთან მიჰყავს. ჰეფლინი იწყებს ტილდენის დახმარებას და მალევე აღმოაჩენს, რომ მისი გმირები შეიძლება არც ისე უტყუარი იყვნენ.
კარენ მაკკოი მრავალწლიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, მას მხოლოდ ის გააჩნია, რაც აცვია. ადრე იგი ბანკის მძარცველი იყო, მაგრა ახლა გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ მიუბრუნდეს თავის კრიმინალურ წარსულს და დარჩენილი სიცოცხლე შვილს მიუძღვნას.