არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი –რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.

ის, რასაც ასე ელოდნენ, მოხდა - დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი ხომალდები ამხელა და ამდენი იქნებოდა. მაგრამ აღტაცება და გაოცება საშინელებად გადაიქცევა, როდესაც კოსმოსური იარაღი ამოქმედდება და ქალაქებს ნანგრევებად აქცევს. გადარჩენილი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, რათა მტერს საერთო ძალებით შეუტიონ

ჟურნალისტი და მისი ბედია, ფოტოგრაფი, სწავლობენ მანიაკის მკვლელების ქცევას წიგნისთვის მასალების შეგროვებისას. კერძოდ, ისინი დაინტერესებულნი არიან დანაშაულის ჩადენის ადგილებით. ისინი მანქანით მიდიან ექსპედიციაში და უნებურად კიდევ ერთი წყვილი ჩასვეს მანქანაში. უკეთესი იქნებოდა, ეს რომ არ გაეკეთებინათ - ბოლოს და ბოლოს, პირქუში ზედმეტად გაზრდილი ბავშვი, რომელსაც თან ახლავს ცბიერი სულელი, გიჟი ფსიქოპათია მოსაძებნად. უიღბლო კრიმინოლოგები შესწავლილი კონტიგენტის „ქცევას“ საკუთარ ტყავში გამოსცდიან.

პოსტ-აპოკალიპტურ 2018 წელს, ჯონ კონორი მრავალრიცხოვანი მეომარი რობოტების წინააღმდეგ ადამიანთა ამბოხებას უნდა გაუძღვეს. მაგრამ, როდესაც მარკუს რაითი გამოჩნდება, კონორი ვერ ხვდება ეს ადამიანი მომავლიდან არის თუ წარსულიდან და მეგობრად არის მოსული თუ მტრად.

მოზარდ კოდი ბენქსს აშშ-ს ხელისუფლება დაიქირავებს, როგორც განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელ სპეცაგენტს. მისიის შესარულებლად საჭიროა არც ისე ზრდასრული ადამიანი და, რომლის გამოყენება ათი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება... მის პირველ დავალებაში შედის ახალგაზრდა გოგონას მოხიბლვა იმ მიზნით, რომ ხელისუფლება მის მამას დაუახლოვდეს. მამამ ნანობოუტი ააშენა (ოკეანის ზედაპირიდან ნავთობის გამწმენდი), რომელსაც ბევრად მეტი შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე ამაზე განცხადებული იყო...