ფილმი " კუდის ქიცინი" ეს არის პოლიტიკური სატირა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ.

მე-19-ე საუკუნის ბოლო. მას შემდეგ, რაც ულმობელი ყაჩაღი ბარონი უკანონოდ ართმევს ყველაფერს რაც მათთვის ძვირფასია, იდეალისტი გლეხი ქალი და დახვეწილი მდიდარი ქალბატონი იწყებენ სამართლიანობის ძიებას,შურისძიებას და წარმატებულ ძარცვას.

ედი ჰოკინსი, იგივე ჰუძონელი ქორი, ახლახანს იქნა გათავისუფლებული ათწლიანი პატიმრობიდან და დარჩენილი ცხოვრების პატიოსნად ცხოვრებას გეგმავს. მაგრამ სწორედ ამდროს მეიფლაუერის შეშლილი წყვილი აშანტაჟებს მას, რათა ლეონარდო და ვინჩის რამოდენიმე ნაწარმოები მოაპარინოს, უარის შემთხვევაში კი მისი მეგობრის ტომის მოკვლით ემუქრებიან.

პატრიცია გუდვინს აქვს რუკა, რომელსაც შეუძლია აცტეკების ოქროს განძი მიგვიყვანოს. მაგრამ მარტო მყიფე ქალი ვერ უმკლავდება ასეთ მისიას! ამიტომ, იგი დაიქირავებს ორ ძლიერ ავანტიურისტს, რომლებიც მზად არიან მასთან ერთად გაიარონ ცეცხლი და წყალი ოქროს დაპირებებისთვის. ეს არის მაქსი და მისი მეგობარი ლეო. სიძველეებზე მონადირეთა სამება მიემგზავრება მოგზაურობაში, რომელიც სავსე იქნება საფრთხეებით, დაბრკოლებებითა და მხიარული მომენტებით! თუ მათი გაბედული გეგმა განხორციელდება, სამი მეგობარი სახლში მდიდარი დაბრუნდება!