ეს მაფიის თემაზე გადაღებული ფილმი იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ბოლო ნამუშევარია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, 1920-1960 წლებში. ფილმი ასახავს ებრაელი განგსტერების ცხოვრებას - მათ ბავშვობას, შემდგომ ბრწყინვალე პერიოდს "მშრალი კანონის" წლებში და დიდი ხნის შემდეგ მათ შეხვედრას.

სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...

კრიზისი, ძებნა, წარმოსახვა, ინტელექტუალური კლიმატი, შეუწვიტავი სუბიექტური და ობიექტური დინება და, რა თქმა უნდა, უამრავი ქალი, მთავარი გმირის ირგვლივ, მისი ილუზიური გარემო, რომელშიც ის ყველას გამონაკლისის გარეშე უყვარს.

ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, ამერიკელი ფეხბურთელი ბრიკ პოლიტი მეუღლესთან მეგისთან ერთად მამის, ჰარვი პოლიტის იუბილეზე ჩადის, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ახლობლებმა იციან, რომ ჰარვის დღეები დათვლილია, ყველანაირად ცდილობენ მემკვიდრეობის ნაწილის ხელში ჩაგდებას. მეგი ასევე სთხოვს ქმარს გააუმჯობესოს ურთიერთობა მამასთან, მაგრამ ბრიკს, რომელიც მიჩვეულია პრობლემების ალკოჰოლში დახრჩობას, არ სურს შერიგებაზე წასვლა. სახლში ვითარება იძაბება.

1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.