მაკქუინი მეტსახელად "ელვა" წარმატებული და პოპულარული მანქანა, შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ცხოვრება შეჯიბრი კი არ არის, არამედ მოგზაურობაა. კალიფორნიაში პისტონის ჩემპიონატზე ძლიერ მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად მიმავალი,ის ახალ ნაცნობებს იძენს.

მუზეუმში ქაოსი მეფობს, რადგან ღამის დარაჯმა ლარი დელეიმ შემთხვევით უძველესი წყვევლა მოხსნა, რითაც ატილა ჰუნი, გლადიატორების მთელი არმია, ტირანოზავრი რექსი და მუზეუმის სხვა ექსპონატები გააცოცხლა. სასოწარკვეთილი ლარი ცდილობს დააშოშმინოს მუზეუმი, მაგრამ არაფერი გამოსდის, სანამ პრეზიდენტი ტედი რუზველტი არ ეცდება მის დახმარებას.

მისტერ ბინი კანში მოგზაურობას იგებს, სადაც იგი მოულოდნელად პატარა ბიჭს მამას დააშორებს.ახლა მან უნდა დააკავშიროს ისინი. პროცესში ის საფრანგეთს აღმოაჩენს.

კარლ პიტერსონის საუკეთესო მეგობარი რენდი დიუპრე სამსახურს დაკარგავს, რის შემდეგაც მთელ დროს ახალდაქორწინებულ წყვილთან სახლში ატარებს და სამუდამოდ ჩაუსახლდება მათ. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ატარებს იგი პატარძალთან, მოლისთან, კარლი მით უფრო რწმუნდება რომ მისი საუკეთესო მეგობარი მათი სახლიდან სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.