ფილმში მოთხრობილი ახალგაზდრა ბიჭის ცხოვრება, დედის მეორედ გათხოვების შემდეგ. ფილმი ნამდვილ ამბავზეა, რომელიც აღწერილია ტობიას ვულფის წიგნში.

ფსიქოანალიტიკოსის ოჯახი სერიოზულ სტრესს განიცდის, მას შემდეგ რაც მათი ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ფინი სტუდენტია ბერკლიდან, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ბებიასთან ჩამოდის იმისთვის, რომ ქალაქის ხმაურს და ქაოსს მოსცილდეს და სადიპლომო ნაშრომი დაწეროს. მყუდრო მისაღებ ოთახში ყოველ დღე იკრიბებიან ბებიას უახლოესი მეგობრები და ჩაის სმასთან ერთად, ყვებიან ისტორიებს და აუჩქარებლად კერავენ ნაჭრის საბანს. ფინი ხანში შესული ქალბატონებისგან უამრავ ისტორიას მოისმენს ბედნიერებაზე და უბედურებაზე, ერთგულებაზე და ღალატზე, სიძულვილზე და ნამდვილ სიყვარულზე, წყენაზე და პატიებაზე, რითაც ბევრს ისწავლის ცხოვრების შესახებ. და ახლა ფინის სადიპლომოზე მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - მან სურვილებში გარკვევა, საკუთარი თავის შეცნობა და ცხოვრებაში ადგილის პოვნა უნდა შეძლოს.

ამბობენ, რომ თუ მამაკაცი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული, ე.ი. მას რაღაც ვერ აქვს წესრიგში. თუ 30 წლის ქალი ჯერ კიდევ არ გათხოვილა, ე.ი. ის ძალიან ბევრს მუშაობს. და რა მოხდება თუ ორი ასეთი მარტოხელა ერთმანეთს შეხვდება?