რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა.

ერთგული ცოლი და კარგი დიასახლისი სევერინა სერიზი გადაწყვეტს ჩაატაროს ამორალური ექსპერიმენტი - იგი იწყებს ჩუმად მუშაობას საროსკიპოში ქალბატონ ანაისთან.როგორც ყველა როსკიპი ქალი, იგი კლიენტებს ყველა სურვილს უსრულებს, რის შემდეგაც, ჩვეულებრივ, თვისი ოჯახის კერას უბრუნდება.