ფედერიკო ფელინის მშობლიური საკურორტო ქალაქის რიმინის რომანული დიალექტიდან "ამარკორდი" ითარგმნება როგორც "ვიხსენებ". გენიალური რეჟისორი თავის მოგონებებს ეკრანზე აცოცხლებს და მაყურებლებს სთავაზობს ერთი ხელგაშლილი ქალის ისტორიას, რომელიც უარს არავის არაფერზე ეუბნებოდა და ყველა ადგილობრივი ვაჟიშვილის ოცნება იყო.

რუპერტ პაპკინი დარწმუნებულია, რომ გენიალური იუმორისტია. ტალანტის არქონის მიუხედავად, მან ნამდვილად იცის, რომ მარადიული სახელი ელოდება. ამისათვის ის მხოლოდ ერთხელ უნდა გამოვიდეს მაყურებლის წინაშე. და ვარსკვლავი გახდება.

ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!