მომავალში, როდესაც პოლუსების ყინულოვანი საფარი დადნა, დედამიწა მთლიანად წყალმა დაფარა. ულამაზესი ბარმენი ქალი მცურავ კუნძულზე მუტანტ მეზღვაურს იპოვნის და გადაარჩენს.ისინი პატარა გოგონასთან, ენოლასთან ერთად გემზე გაიქცევიან. მალე ეს სამეული პირატების სამიზნე გახდება, რადგან ენოლას ზურგზე ხმელეთის რუქა აქვს ამოსვირინგებული.

პოსტ-აპოკალიპტურ 2018 წელს, ჯონ კონორი მრავალრიცხოვანი მეომარი რობოტების წინააღმდეგ ადამიანთა ამბოხებას უნდა გაუძღვეს. მაგრამ, როდესაც მარკუს რაითი გამოჩნდება, კონორი ვერ ხვდება ეს ადამიანი მომავლიდან არის თუ წარსულიდან და მეგობრად არის მოსული თუ მტრად.