მეორე მსოფლიო ომის დროს ორი ფრანგი მოქალაქე და ინგლისელი მბომბავთა ჯგუფი გეგმავს სამხრეთ-ჩრდილოეთის სადემარკაციო ხაზის გადაკვეთას. ასე ისინი შესძლებენ ინგლისში გაქცევას.

იაპონელების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცები და მათი პოლკოვნიკი ნიკოლსონი იძულებულები არიან ბირმაში მდინარე კვაიზე, ხიდი ააშენონ.

ორი ტემპერამენტიანი შეყვარებულის რომანი ისე განვითარდა, რომ რამდენიმე ინტიმური ღამის შემდეგ, მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, პატარა შვებულება შეუმჩნევლად გაფრინდება, ჯარიდან თავის დახსნის გონებამახვილური მცდელობა კი, ახალგზრდა მეუღლეს იქამდე მიიყვანს, რომ აფრიკაში გამგზავრების ნაცვლად, ის რუსულ ფრონტზე, თოვლსა და ყინვაში მოხვდება.

1942 წელი. ბრძოლა სტალინგრადთან. გერმანელები, მაიორ კენინგს განსაკუთრებულ დავალებაზე აგზავნიან. ეს გამოცდილი პროფესიონალი, ერთადერთია, ვისაც შეუძლია რუსი ლეგენდარული სნაიპერის - ვასილი ზაიცევის დამარცხება.