წინა ნაწილის მთავარმა გმირებმა ჯეკი და ჯოანი მშვიდობიანი, გაწონასწორებული მდიდარი უსაქმურებივით ცხოვრობენ. მათ ყველაფერი აქვთ, რაც ფულით შეიძლება იყიდო: იახტა, აგარაკები, მსახურები.. მაგრამ ისინი თავს მოწყენილად გრძნობენ. მათ ერთმანეთთან და ამ საზოგადოებასთან მოსწყინდათ.. გასართბად, ჯოანი არაბი შეიხის მოწვევას მიიღებს აღმოსავლურ რეზიდენციაში. თუმცა ზღაპარი კოშმარად მოტრიალდება, არაბი მოიტაცებს ჯოანს, და გამოსასყიდელს სთხოვს – 'მარგალიტს'. ჯეკი გადაწყვეტს ჯოანის გადარჩენას. მაგრამ საქმე გართულდება... ჯეკის ძველ მეწყვილეს მასზე შურისძიება სურს.

მაკედონიის მეფე ალექსანდრე, თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ,ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით ინდოეთამდე მიიყვანს.

როცა პატარა ქალაქის პიცერიის მფლობელი და პოეტი ლონგფელოუ იღებს 30 მილიონს, მისი გარდაცვლილი ბიძიასგან, ის სწრაფად იწყებს ფულისთვის თავის მოყრას და გადადის დიდ ქალაქში, იქ გარშემორტყმულია ისეთი სიტუაციებით, სადაც ყველა თავისი ტორტის ნაჭრისთვის იბრძვის...

ლესლიმ მამის დატოვებული სათამაშოების ქარხანა უნდა გადაარჩინოს ბოროტი ბიძისგან.

ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარეებისგანაა. და იმის მიუხედავად, რომ მისი კომპანიის უცოლოების რიგები დღითიდღე ცარიელდება, ჯიმი მორიგ გოგონასთან ერთობა. ენ განსაკუთრებული იყო, მაგრამ ქორწილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო! და მაინც დადგება საბედისწერო დღე, როდესაც ჯიმის მოუწევს ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შესვლა. მემკვიდრეობის გულისთვის. და აღმოჩნდება, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია!