გილბერტმა თავის ავადმყოფ ძმას და ჭარბი წონის მქონე დედას უნდა მოუაროს, რაც გილბერტის ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ხელს უშლის.

პირველ მსოფლიო ომამდე პარიზში ორი მეგობარი ცხოვრობდა - ავსტრიელი ჟიული და ფრანგი ჯიმი. ერთ დღეს მათ მუზეუმში უძველესი ქანდაკება ნახეს და შეუყვარდათ იგი. მალე მათ ცხოვრებაში გაჩნდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა ქანდაკებას და მოხიბლა ორივე.

მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.