ფოქსი ბიბერკოპფი არის უბრალო, უღიმღამო, კეთილი და გულუბრყვილო ჰომოსექსუალი, რომელიც მუშაობს ცირკში, როგორც "ცოცხალი თავი". ის გატაცებულია ლატარიაში ბევრი ფულის მოგების იდეით და მართლაც იგებს უზარმაზარ 500 ათას მარკას. იმავე დღეს ფოქსი ხვდება ევგენ ჰისს, ჰომოსექსუალს სრულიად განსხვავებული გარემოდან. მის ახალ ნაცნობს და მის მეგობრებს ესმით კლასიკური მუსიკა, ღვინოები, იციან როგორ მოიქცნენ სუფრასთან, კითხულობენ წიგნებს და კარგად ჩაცმულობენ. ფოქსს, რა თქმა უნდა, ადგილი არ აქვს ასეთ საზოგადოებაში და ვერ ეგუება, მაგრამ როცა ადამიანს ფული აქვს, ბევრზე ხუჭავს თვალს.
ნიუ-იურკის ხმაურიანი, გიჟური ცხოვრებისგან და ეზენჰაუერის დროინდელი ამერიკის ეპოქის თემების გარჩევისგან დაღლილი მოხეტიალე ჟურნალისტი პოლ კემპი პუერტო რიკოს ერთ-ერთ კუნძულზე მიემართება, სადაც სან-ხუანის ადგილობრივი გაზეთისთვის სტატია უნდა დაწეროს. აქ იგი მიმზიდველ ამერიკელ ქალს, შენოს და მის უძრავი ქონებით უკანონოდ მოვაჭრე საქმროს, სანდერსონს გაიცნობს. კემპი სწორედ აქ იპოვნის მის ნამდვილ მოწოდებას გახდეს მწერალი.