არტურ გოლდენის საქვეყნოდ ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული "გეიშას დღიურები", რომანტიკული ეპოსია იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ, რომელიც დღემდე გვაჯადოვებს. ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე იწყება, როცა ღატაკ იაპონელ ბავშვს ოჯახს მოსწყვეტენ გეიშას სახლში მოახლედ სამუშაოდ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვინ-პიქსში! მშვიდი და ლამაზი ქალაქი, სადაც საუკეთესო ყავას და ალუბლის უგემრიელეს ღვეზელს ამზადებენ. ერთი შეხედვით ტვინ-პიქსი გამოიყურება, როგორც განვითარებული ადგილი, სადაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მათი ცხოვრება იდილიურს ჰგავს. თუმცა ეს ერთი შეხედვით. აქ ყველა რაღაცას მალავს.
ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სკოლაში ჩნდება ახალბედა - მოზარდი, სახელად დანიელი. ის დედასთან ერთად აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩამოვიდა. ადვილი არ არის მეგობრების შექმნა ახალ ადგილას, სადაც არავის იცნობ, მით უმეტეს სკოლაში, რომელსაც მართავს სასტიკი კარატე ბანდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, ბანდის წევრები ძალიან საშიშია. ისინი საკუთარ თავს კობრებს უწოდებენ და სასტიკად „წკბენენ“ ყველას, ვინც მათთვის არ არის სასიამოვნო. დანიელი ასევე ხვდება არასასურველთა სიებში მას შემდეგ, რაც ის შეხვდება და დაუმეგობრდება კობრას ლიდერის ყოფილ შეყვარებულს. კობრები ახალწვეულს სცემენ. დანიელს შურისძიება სურს და ამავდროულად სურს ახალი შეყვარებულის შთაბეჭდილების მოხდენა.
ფილმი მოგვითხრობს ისრაელის შექმნისა და ადრეული წლების, დამოუკიდებლობისთვის ომზე, რომელსაც მთელ მსოფლიოში პალესტინის ომს უწოდებენ.
ოფის მენეჯერი შარლოტა კანტილინი ფიქრობს რომ იდეალური მამაკაცი იპოვნა, ქირურგი, დოქტორი კევინ ფილდსი. მაგრამ სრული ბედნიერებისთვის ერთი პრობლემა არსებობს: კევინის მანიპულატორი დედა, ვიოლა. იმის შიშით რომ შვილს დაკარგავს, ვიოლა ბედნიერი წყვილის დაშორებას ცდილობს.
კარლ პიტერსონის საუკეთესო მეგობარი რენდი დიუპრე სამსახურს დაკარგავს, რის შემდეგაც მთელ დროს ახალდაქორწინებულ წყვილთან სახლში ატარებს და სამუდამოდ ჩაუსახლდება მათ. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ატარებს იგი პატარძალთან, მოლისთან, კარლი მით უფრო რწმუნდება რომ მისი საუკეთესო მეგობარი მათი სახლიდან სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.