2027 წელი სამყარო ჩაფლულია ანარქიაში, რომელიც მასიურმა უნაყოფობამ გამოიწვია. კაცობრიობას განადგურება ემუქრება. უკანასკნელი იმედი ფეხმძიმე ქალია.
ქარიზმატული კრიმინალი დობერმანი სასტიკი ბანდის მეთაურია. ბანკის ძარცვის შემდეგ, ბანდას პარიზის პოლიცია ეძებს. ძიებას სადისტი პოლიციელი კრისტინი უძღვება, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს: დაიჭიროს დობერმანი ნებისმიერ ფასად.
ის - "კობრა" - პოლიციის ერთკაციანი თავდასხმის რაზმი, ის იღებს სისხლიან სამუშაოს, რომლის აღებაც არავის სურს (ან გაბედავს). ის მიდის მკვლელის კვალზე, რასაც მოჰყვება მანიაკი კრიმინალების მთელი არმია, რომელიც ცდილობს გაანადგუროს მათი სისხლიანი ბაქანალიის მოწმე. მაგრამ, საბედნიეროდ, ის კობრას მფარველობის ქვეშ ექცევა.