ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.
რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა.
ამ ფილმში მოთხრობილია ამერიკელისა და კამბოჯელის მეგობრობის ისტორია 1975 წლის სისხლიანი რევოლუციის პერიოდში, როდესაც მილიონობით კამბოჯელი გაანადგურეს.
ერიკა არის ვენის კონსერვატორიის პროფესორი. მაგრამ ის თავად შორს არის ზეციური სფეროების ჰარმონიისგან. ქალს ჯერ კიდევ ერთ საწოლში სძინავს თავის მოხუც დედასთან ერთად, ფარულად სტუმრობს პორნო მაღაზიებს და საწოლის ქვეშ ინახავს სადომაზოხისტური იარაღების კომპლექტს. როდესაც ერთ-ერთ სტუდენტს შეუყვარდება იგი, თავისი რეაქციითა და ქცევით შოკში აყენებს მას.
ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.
ფილმში აღწერილია 365 დღე 30 წლის ინგლისელი ქალის ცხოვრებიდან. დროის ამ პერიოდში მან მოასწ რო 30 კილოგრამით გასუქება და შემდეგ 29 კილოთი დაკლება , აგრეთვე 200 კოლოფი სიგარეტის მოწევა და სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა რამოდენიმე მამაკაცთან.
დედის სიკვდილის შემდეგ, ბიჭი ცდილობს მამას პაემანზე გასვლა აიძულოს. მამის მარტოსულობაზე მოსაყოლად იგი რადიოში დარეკავს, რის შემდეგაც, მალევე, მამამისი და ჟურნალისტი ენი ერთმანეთს შეხვდებიან. ჟურნალისტი მამა-შვილზე სტატიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება. მაგრამ ენი მხოლოდ ისტორიის დაწერას არ დასჯერდება .