ფრანსუა მერლინი ჯაშუშური რომანების ავტორია, რომელმაც უკვე 42 რომანი დაწერა საიდუმლო აგენტ ბობ სენტ-კლერზე. ის მუდამ საბეჭდ მანქანასთან ზის და მუშაობს რის გამოც ცოლმა მიატოვა, მაგრამ მისი რედაქტორი შარონი ყოველთვის უკმაყოფილოა მერლინის ნამუშევრებით და უფრო უკეთესს ითხოვს.
5 წლიანი პატიმრობის შემდეგ ყაჩაღი-რეციდივისტი ლუკასი გადაწყვეტს დაადგეს სწორ, სამართლიან გზას. მაგრამ ეს გზა ძალიან მოკლე აღმოჩნდება - თავისუფლების პირველივე დღესვე იგი ხდება მძევალი და მას მოუწევს ბანკის გაძარცვა.
დონალდი და სონი სამსახურების დაკარგვის შემდეგ ერთ კაფეში ყავას სვამენ, სადაც მძარცველი ჯეკი შევარდება. ისინი მას განაიარაღებენ და ნამდვილი გმირები გახდებიან. ჯეკი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ მოკვლას განიზრახავს. დონალდსა და სონის ნადმვილი გადარჩენის სკოლა აქვთ გასავლელი , რათა ჯეკს გადაურჩნენ.