რუსი მეცნიერი და მწერალი ვლადიმირ არსენიევი მოგზაურობს ტაიგაში, სადაც ხვდება ადგილობრივ მონადირე დერსუ უზალას - ბრძენს, კეთილ და მამაცი კაცს.

ნამდვილი ისტორია პატიოსან ნიუ-იორკელ პოლიციელზე, რომელიც აღვირახსნილ კორუფციას ამხილებს, მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ამხანგები მის წინააღმდეგ აამხედროს.

ორი ოჯახი ძველი საგვარეულო შურისძიებითაა შეპყრობილი. უფროსი ძმის მკვლელობის შემდეგ, 20 წლის ტონიო ვალდებულია მის გამო შური იძიოს. მაგრამ ამის შემდეგ ის თავადაც გახდება შურისძიების ობიექტი. ის ტოვებს მშობლიურ სახლს და სიკვდილის და სიყვარულის შესახვედრად მიდის, რომლებიც მას წინ ელის ...

დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სკეიდბორდის მიმართ ინტერესი შემცირდა, გამოჩნდნენ დოგთაუნელი ბიჭები, რომლებმაც ბორბლებიან დაფაზე გართობა, ნამდვილ სპორტად გადააქციეს. სანამ მათი პოპულარობა იზრდებოდა, სტეისი, ტონი და მათი თანამოაზრეები, საუკეთესო მეგობრები იყვნენ.

რონ კოვიჩის ბიოგრაფიული ამბავი. ვიეტნამის ომში პარალიზებული, ის ომის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი გახდა რადგან იგრძნო,რომ ქვეყანამ რომლისთვისაც იგი იბრძოდა - უღალატა.

ციხის კარის მიღმა ნორმალური ცხოვრება მთავრდება. ნებისმიერი უბედური, რომელიც ამ ძველი საშინელი შენობის კედლებში შემოვიდა განწირულია იცხოვროს საშინელი, მგლების კანონებით.