მოკრივის ცხოვრებისეული თავგადასავალი, რომელიც ემოციურად საკუთარ თავს ბოლოს უღებს. სისასტიკე და მძვინვარება, რისი წყალობითაც იგი რინგზე წარმატებას აღწევს, რინგის გარეთ მის ცხოვრებას ანადგურებს.

შარლოტა ჰოლისი არის მოხუცი განდგომილი, რომელსაც საშინელი მოგონებები და საშინელი ჰალუცინაციები აწუხებს. ის ცხოვრობს ლუიზიანას უდაბნოში ძველ სასახლეში, სადაც მისი საქმრო მოკლეს და თავი მოკვეთეს 37 წლის წინ და თავად იყო ეჭვმიტანილი მკვლელობაში. ახლა სამკვიდრო დანგრევას აპირებს და შარლოტა სთხოვს ბიძაშვილ მირიანს, რომელიც ვირჯინიაში ცხოვრობს, მისვლას და დახმარებას. მაგრამ მირიანის მოსვლასთან ერთად ხილვები მხოლოდ ძლიერდება და შარლოტას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა.

ჯეკი ლონდონელი განგსტერია.იგი ძმის დასაფლავებაზე ნიუკასლში მიემგზავრება. ჯეკი არ ენდობა თვითმკვლელობის ვერსიას და თავად იწყებს ძმის მკვლელის ძიებას.

ავღანეთის შემდეგ, ომის შედეგად განადგურებული კრის ჯენსენი ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს კალიფორნიაში. ის მალე აღმოაჩენს, რომ ცოტას უნდა მისნაირთან ურთიერთობა. კრისი იწყებს მედიკამენტების მიღებას ომის გამოძახილების ჩასახშობად.