მეორე მსოფლიო ომი. ცივი ომი. ომი ბალკანეთში. კომუნიზმი. კომედიის მიღმა იმალება თაობათა ტკივილი, სამშობლოზე შეყვარებული ხალხის თვალით დანახული რეალობა, მთელი ერის წინააღმდეგობებით სავსე სულიერი სამყარო.

ცენე, ბაბუამისი, მათი ძროხა და სკოლის მასწავლებელი - სულ ეს არის ვინც ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს... ერთ მშვენიერ დღეს ბაბუა ეუბნება ცენეს, რომ უკვე გრძნობს სიკვდილის მოახლოვებას და ამიტომ სთხოვს ანდერძის შესრულებას: წავიდეს ქალაქში გაყიდოს ძროხა, იმ ფულით იყიდოს ხატი, კიდევ რაიმე რაც უნდა და ბოლოს მოძებნოს თავისთვის ცოლი.

საშუალო სკოლის ორი სრულიად განსხვავებული მოსწავლე, გადაწყვიტავს ფარულად წავიდეს მუსიკალურ მოსმენაზე, რაც მთელ მათ ცხოვრებას და სკოლასაც თავდაყირა აყენებს!

საიმპერატორო პინგვინების სამყაროში, სადაც პინგვინები სიმღერით პოულობენ თავიანთ სულიერ მეგობრებს, პატარა პინგვინი იბადება, რომელმაც არ იცის სიმღერა. სამაგიეროდ არაჩვეულებრივად ცეკვა შეუძლია.