ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.

ციხიდან გამოსვლის წინ ცნობილ დამნაშავეს კორეს ერთერთი მცველი აძლევს "ინფორმაციას" მოდური საიუველირო მაღაზიის გასაძარცვად. განთავისუფლებული კორე მიემგზავრება პარიზში, გზაში კი ის გადაარჩენს გაქცეულ ბანდიტ ფოგელს. ორი დამნაშავე, ორი მარტოხელა მგელი იქცევიან ერთგულ მეგობრებად.

ის - "კობრა" - პოლიციის ერთკაციანი თავდასხმის რაზმი, ის იღებს სისხლიან სამუშაოს, რომლის აღებაც არავის სურს (ან გაბედავს). ის მიდის მკვლელის კვალზე, რასაც მოჰყვება მანიაკი კრიმინალების მთელი არმია, რომელიც ცდილობს გაანადგუროს მათი სისხლიანი ბაქანალიის მოწმე. მაგრამ, საბედნიეროდ, ის კობრას მფარველობის ქვეშ ექცევა.