დიდი ხნის წინად ჩინეთი შვიდ სამეფოდ იყო დაყოფილი. შვიდი მეფე გამუდმებით ერთმანეთს ებრძოდა, რათა ხელში ჩაეგდოთ სრული ძალაუფლება. მათ შორის ყველაზე მრისხანე, ცინის სამეფოს გამგებელი, ოცნებობდა, მთელი ჩინეთის იმპერატორი გამხდარიყო.

ყოფილი დაქირავებული მებრძოლი, კონტრაბანდისტი ხდება. მენდე კი მეთევზეა. სიერა-ლეონეში 1998 წელს მიმდინარე სამოქალაქო ომის ქარცეცხლში ამ მამაკაცებს ორი სანუკვარი მიზანი აერთიანებთ: იპოვნონ უდიდესი ღირებულების, იშვიათი, ვარდისფერი ალმასი და დაიხსნან მეთევზის შვილი, ბიჭ-ჯარისკაცად გაწვეული სასტიკ მეამბოხეთა ჯარში, რომელიც წამებითა და სისხლისღვრით დაღავს ქვეყანას.

ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ.