ფილმი უსახლკარო ბიჭის შესახებ, რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენს. ასევე მისი მეგობრის შესახებ, რომელიც დიდი სიმდიდრის მემკვიდრეა. ის წინააღმდეგობის გრძნობის გამო სახლიდან მიდის და ისინი ერთად ირჩენენ თავს.

"კაპოტე" ბიოგრაფიული ფილმია მწერალი თრუმენ კაპოტეს ცხოვრების შესახებ, სადაც აღწერილია მისი გაზეთ "ნიუ–იურკერში" მუშაობის ისტორია. ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა ამ როლისათვის ოსკარი მიიღო.

მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი.

ამ ისტორიის გმირები თანამედროვე ინდოეთის "მაღალი საშუალო კლასის" წარმომადგენლები არიან. პენჯაბის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენად გახდა დასავლური სტილის და ძველებური ტრადიციების გადაკვეთა. 24 წლის ადიტის ქორწილში ჩამოდიან მისი ნათესავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ჩამოაქვთ განსხვავებული აზრები ცხოვრებაზე.