ხუთი კომედიური და დრამატული ისტორია, რომელიც ერთ ღამეს, ხუთ სხვადასხვა მეგაპოლისში მოხდა. ყოველ მათგანს აქვს საკუთარი თემა, რომელიც მისი მოქმედების ადგილს ახასიათებს.
პროვინციელი გოგონა ანდრეა ოცნებობს,რომ ჟურნალისტი გახდეს.იგი მსოფლიოსი ერთ-ერთი პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორის თანაშემწედ იწყებს მუშაობს.გოგონა ამ ყველაფერზე კი ოცნებობდა,მაგრამ მან არ იცოდა რისი გავლა მოუწევდა.
ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, განსხვავება მის გარშემო არსებულ რეალობასა და მის სიზმრებს შორის.
ანგელოზები არ ცხოვრობენ სამოთხეში. ისინი უხილავად იმყოფებიან ადამიანების გვერდით, უსმენენ მათ აზრებს და წარმართავენ მათ ქმედებებს, ამხნევებენ და ამშვიდებენ სასოწარკვეთის მომენტებში. მაგრამ მათთვის არ არსებობს ადამიანური გრძნობების სამყარო: შავი ყავის გემო, მოჭრილი თითის ტკივილი თუ სიყვარული. ამიტომ, ზოგიერთ მათგანს ისე ეპყრობა ხალხი, ხანდახან ანგელოზი ფრთებს კარგავს და უბრალო მოკვდავად იქცევა. რა ბედი ეწევა ფილმის გმირს, რომელიც ქალის სიყვარულმა დედამიწაზე წაიყვანა.
ქსავიე უკვე 30 წლისაა. ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ მას ისევ გზაზე ვპოულობთ: პარიზს, ლონდონსა და სანკტ-პეტერბურგს შორის ის უთვალავ სასიყვარულო თავგადასავალს გადის თავისი ქალური იდეალის საძიებლად
არაფრით გამორჩეული ნიუ იორკელის ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც მის მეგობარ გოგონას ბულგარელი მაფიოზი მოკლავს. დამნაშავეებისგან დასამალად ის პარიზში მიემგზავრება. თუმცა სამი წლის შემდეგ, როდესაც ეკრანზე ყოფილი მეგობარი გოგონას მსგავსი გარეგნობის ქალს დაინახავს, წარსული სიყვარულის ძალა მას ლოს ანჯელესში, პასუხების საძიებლად აბრუნებს.