ფილმი "ბინა" ეკრანებზე მალევე გამოვიდა იმ წარმატების შემდეგ,რაც რეჟისორ ბილი უაილდერის ფილმს "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან", ხვდა წილად. ის წლის ყველაზე წარმატებულ ფილმად აღიარეს. ეს ტრივიალური კომედია, ამერიკული ცხოვრების სტილის უხეში კრიტიკაა. ბად ბაქსტერი ნიუ -იორკის მსხვილი სადაზღვევო კომპანიის რიგითი, მორცხვი აგენტია, რომელიც კარიერაში წინ წასაწევად თავის უფროსს ბინის გასაღებსაც კი ანდობს, ქალებთან გართობის მიზნით. მას თავადაც ხშირად უწევს ამ შემთხვევით სტუმრებთან შეხვედრა და ერთ ღამესაც იგი გადაუჭრელ პრობლემას წაააწყდება.

რუპერტ პაპკინი დარწმუნებულია, რომ გენიალური იუმორისტია. ტალანტის არქონის მიუხედავად, მან ნამდვილად იცის, რომ მარადიული სახელი ელოდება. ამისათვის ის მხოლოდ ერთხელ უნდა გამოვიდეს მაყურებლის წინაშე. და ვარსკვლავი გახდება.

ფილმის მთავარი გმირი, რომელიც კომიკოსად მუშაობს, იუმორით და ირონიით ყვება თავისი ცხოვრების და გარშემი მყოფი ადამიანების შესახებ. ის სკეპტიკურ ანალიზს უკეთებს წარუმატებელ შემთხვევებს პირად ცხოვრებაში, რომელშიც რამოდენიმე საყვარელი ქალი იყო.

გაყრილი შუახნის ნიუ-იორკელი მამაკაცი სკოლის მოსწავლესთან აბამს რომანს.

ბილიარდის მოთამაშე ედი ფელსონი უბრალოდ მოიქცა: თავიდან მოწინააღმდეგეს მოგების უფლება მისცა, შემდეგ ფსონები გაბერა და ფაქტიურად ტყავამდე გაშიშვლდა მეტოქეს. ნიუ-იორკში ლეგენდარული დუელი გაიმართა: ედი ფელსონი მინესოტას მსუქან მამაკაცს დაუპირისპირდა.

ხუთი კომედიური და დრამატული ისტორია, რომელიც ერთ ღამეს, ხუთ სხვადასხვა მეგაპოლისში მოხდა. ყოველ მათგანს აქვს საკუთარი თემა, რომელიც მისი მოქმედების ადგილს ახასიათებს.

პროვინციელი გოგონა ანდრეა ოცნებობს,რომ ჟურნალისტი გახდეს.იგი მსოფლიოსი ერთ-ერთი პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორის თანაშემწედ იწყებს მუშაობს.გოგონა ამ ყველაფერზე კი ოცნებობდა,მაგრამ მან არ იცოდა რისი გავლა მოუწევდა.

ორი გამანადგურებელი კლდეები ბილ და ტედი ტრიუმფალურად ბრუნდებიან ეკრანზე. როდესაც ბოროტი დე ნომოლოსი აგზავნის ორ ცუდ რობოტს ჩვენი გაზრდილი გმირების მოსაკლავად, სამყაროს საფრთხე ემუქრება. თუმცა, მისტერ სიკვდილი კალიფორნიის ბლოკჰედებზე უფრო სულელია.