ჰენრი გრიფინი მოულოდნელად იგებს, რომ მალე მოკვდება. კიბოს ფორმა, რომლითაც ის არის ავად, არაოპერაბელურია. ეს საშინელი ამბავი ძირფესვიანად ცვლის მის შეხედულებებს და ფასეულობებს. გრიფინს სურს განსაკუთრებულად გაატაროს დარჩენილი ცხოვრება. ის ტოვებს ყველაფერს და პატარა სოფელ გრინვიჩში გადადის, სადაც განვლილი ცხოვრების შესახებ მემუარების წერას იწყებს.

ფილმი ეველინ ვაუს 1945 წლის კლასიკური ბრიტანული ნოველის ეკრანიზაციაა. ბრაიდსჰედში დაბრუნება მოგვითხრობს აკრძალულ სიყვარულზე და უმანკოების დაკარგვაზე, ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომამდე ხდება.